Intel Education
Saturday, October 15, 2016
დღე-9
დღეს ტრენინგის ბოლო,მე 9 დღეს წარვადგინეთ პროექტის პორტფოლიო.მივიღეთ კოლეგებთან უკუკავშირი და ვეცდები გავითვალისწინო შენიშვნები...მეგონა ,რომ პროექტის შექმნა ბევრ სირთულესთან იქნებოდა დაკავშირებული,მაგრამ ამ დღეებმა დამანახა,თუ როგორ უნდა დაიგეგმოს პროექტი ,რა პროცედურებია საჭირო ,21 საუკუნის რა უნარ-ჩვევებია საჭირო მისი მომზადებისათვის...
Saturday, October 1, 2016
დღე 7
დღეს ტრენერმა გაგვაცნო, თუ როგორ შეიძლება მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასება.როგორ უნდა გამოვიყენოთ რუბრიკები,ქულების მინიჭების სქემები,,,ასევე რა დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა ინტელექტსა დაცოდნის დონეს პროექტის შესრულებისას
Saturday, September 24, 2016
დღეს ჩვენ შევისწავლეთ,თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ინტერნეტი პროექტის შექმნისას.გავიგე თ უ როგორ უნდა დავამყაროთ ინტერნეტკავშირი მსოფლიოსთან,ტრენერმა ლაკონურად აგვიხსნა ინტერნეტთანამშრომლობითი სასწავლო რესურსების გამოყენების აუცილებლობა.,რადგან მიზნობრივად გამოყენებული სოციალური ქსელი მოსწავლეთა სწავლის ხარისხისა და მოტივაციის გაზრდას უწყობს ხელს.
Tuesday, September 13, 2016
დღე 4
დღეს გავეცანი მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების სწორად დასმის ხერხებს,რაც არის შედეგისაკენ ბიძგი.კითხვები განაპირობებენ იმ აქტივობებს,რომელსაც ვიყენებ პროექტის შექმნისას.შევადგინე ჩემი პროექტისატვის საჭირო ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.განვიხილე შეფასების სხვადასხვა მეთოდი,თუ როგორ უნდა მოხდეს გაგება და უნარ-ჩვევების დემონსტრირება..
Monday, September 12, 2016
დღე 3
დღევანდელი დღე ძალიან დატვირთული და საინტერესო იყო.ვისწავლეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის შევსება,როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ეროვნული სასწავლო გეგმა პროექტის განხორციელებისას...გავეცანით სტანდარტებს,რომლებიც შესაბამისობაში იქნება21 ს. უნარ-ჩვევებთან,გავაკეთეთ მიზნის ფორმულირება
Saturday, September 10, 2016
დღე 2
დღევანდელი ტრენინგი ძალიან საინტერესოდ წარიმართა.ტრენერმა საშუალება მოგვცა თითოეულ მსმენელს ჩვენი შეხედულებები გაგვეცნო დანარჩენებისათვის და ერთმანეთთან აზრის გაცვლა-გამოცვლის დროს მივედით იმ დასკვნამდე,რომ პროექტის კეთება მხოლოდ მაშინაა გამართლებული,როცა ის კონკრეტულად ეხება რაიმე პრობლემის გადაჭრას.მოსწავლემ უნდა დაინახოს პროექტის სარგებლიანობა,რაც გაზრდის მის მოტივაციას..შევისწავლეთ აგრეთვეპუბლიკაციების მომზადებაც..
Friday, September 9, 2016
დღე 1
დღეს გავეცანი პროექტის კეთებას ტექნოლოგიების დახმარებით.პროექტის ნიმუშის
საშუალებით ტრენერმა ძალიან დამაჯერებლად ახსნა მისი მნიშვნელობა XXI საუკუნის ადამიანის უნარ-ჩვევების განვითარებაში.მოხარული ვარ,რომ ჩემი მოლოდინი აღნიშნულ ტრენინგთან დაკავშირებით გამართლდა.
საშუალებით ტრენერმა ძალიან დამაჯერებლად ახსნა მისი მნიშვნელობა XXI საუკუნის ადამიანის უნარ-ჩვევების განვითარებაში.მოხარული ვარ,რომ ჩემი მოლოდინი აღნიშნულ ტრენინგთან დაკავშირებით გამართლდა.
Subscribe to:
Posts (Atom)